вторник, 21 июня 2016 г.

სასაწავლო პროექტი - კომპანიის ჩამოყალიბება

პროექტის სახელწოდება: მინი კომპანია "mziko".
პროექტის მთავარი იდეა /თემა/ 1-2 წინადადებით: გაიცნობიან ბიზნესის საფუძვლებს, მეწარმეობის ღირსებებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ ჩვევები.
პროექტის მიზნები: გაუჩინოს მოსწავლეს პროფესიონალად ჩამოყალიბების  სურვილი, სამეწარმეო აზროვნების განვითარება,
ახალი იდეების განვითარება და განხორციელება. ინოვაციურ სფეროში შემოქმედებითი
იდეების პრაქტიკული გამოცდა,მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება. ტექნოლოგიის გამოყენება,როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების,
შეფასების და კომუნიკაციის საშუალებისა.ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
მონაწილეთა ასაკი:  16 წლის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლიობა;  4თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებამ შეიქმნას: 
მოსწავლეებმა გააკეთეს ყელსაბამები. სამაჯურები და სანთლები მცირე მოგებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწესდებო კაპიტალი,  ადამიანის რესურსი, ნედლეული და მასალა,  კომპიუტერები.
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები: მოსწავლეები იკვლევენ ბაზარს; მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად; ჯგუფები მუშაობენ რამოდემე იდეაზე; ხდება პროდუქციის შერჩევა და მისი წარმოებისათვის მზადება, ანუ ტარდება სამუშაო შეხვედრა გაკვეთილზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ;  მოსწავლეები მსჯელობენ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე; იყოფიან ჯგუფებად და ამზადებენ საპრეზენტაციო  ან ვიდეო მასალებს პროდუქციის რეკლამირებისათვის.  საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    სახელმძღვანელოს და ისტ  მიხედვით ხდება  დახმარება .
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/: მედეა მუხაშავრია.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: medikomuxashavria@gmail.ge
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/:gearn.blogspot.com.